რა არის ფტორირება
რატომ სჭირდებათ პატარებს კბილების ფტორირება?
მცირე ასაკში კბილების მინანქარი არ არის საკმარისად მინერალიზირებული და ძლიერი, ამიტომ მისი დაზიანება საკვებში შემავალი მჟავა ნივთიერებებით გაცილებით მარტივია, ვიდრე უფროსებში. ფტორირება კი იცავს და მინერალებით ავსებს პატარას კბილებს ადრეული ასაკიდანვე.
ბავშვის კბილების მინერალიზაცია გრძელდება, დაახლოებით, 2 წლამდე. სარძევე კბილების ფტორირება შესაძლოა გაგრძელდეს 2 წლის შემდეგაც - ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
მოზარდებში, როცა ბავშვის ჰორმონალური ფონი იცვლება, იზრდება ნერწყვის სიბლანტე, რაც თავის მხრივ, ამცირებს ნერწყვის უნარს ეფექტურად გაწმინდოს პირის ღრუ და კბილების ნინანქარი. ამ ასაკში იკლებს მშობლების ყურადღება და ჩართულობაც მოზარდის პირად ჰიგიენასთან დაკავშირებით. ამიტომ პერიოდული მონიტორინგი სტომატოლოგთან აუცილებელია, რომ შეამოწმოს მინანქარის მდგომარეობა.
მინანქარის ფტორირება აუცილებელია ბრეკეტების დაყენებამდე და მოხსნის შემდეგაც.
დაგვიკავშირით ნომერზე (032) 2322227 და დაჯავშნეთ ვიზიტი